მთავარისაქართველო"ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა

“ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა

პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ თბილისის მერობის კანდიდატად პარტიის გენერალური მდივანი და მოქმედი მერი, კახა კალაძე დაასახელა . მერობის კანდიდატი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

მისი თქმით, კახა კალაძე არის გუნდური მოთამაშე.

ინფორმაციისთვის, კახა კალაძე 2013 წლიდან დღემდე პარტია „ქართული ოცნების“გენერალური მდივანია.

2012 – 2017 წლებში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი/ვიცე-პრემიერი იყო. 2017 წლიდან დღემდე კახა კალაძე დედაქალაქის მერის თანამდებობას იკავებს.

როგორც ცნობილია, ადგილობრივი თვთმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend