მთავარიევროპასაბერძნეთიბერძნულ კუნძულ სამოსზე გემთმშენებლობის ტრადიციას საფრთხე ემუქრება

ბერძნულ კუნძულ სამოსზე გემთმშენებლობის ტრადიციას საფრთხე ემუქრება

ტრადიციული ხელნაკეთი ბერძნული ნავი კაიკი ბერძნული კულტურის განუყოფელი ნაწილია. საუკუნეების განმავლობაში მისი დამზადების მეთოდი თაობიდან თაობას გადაეცემოდა. კაიკი გამოიყენება სათევზაოდ, ტვირთისა თუ მგზავრების გადასაყვანად და ასევე უბრალოდ ზღვაზე გასასეირნებლად. კაიკის ფოტოს ხშირად შეხვდებით ტურისტულ ბროშურებსა თუ საფოსტო ბარათებზე.

ადგილობრივების თქმით, გემთმშენებლობის ეს ტრადიცია ახლა საფრთხის ქვეშაა. კუნძულზე მცხოვრები ერთ-ერთი უკანასკნელი გემთმშენებლის თქმით, ხელობით არ ინტერესდებიან ახალგაზრდები.

„ახალგაზრდებს არ უნდა ნავების დამზადების სწავლა, რადგან ეს რთული ხელობაა. ნავის აწყობა ხელოვნებაა, თუმცა ამავდროულად ძალიან მძიმე ფიზიკურ შრომას მოითხოვს, რაც დამღლელია“, – ამბობს გემთმშენებელი გიორგოს კიასოსი.

ტრადიციის გაქრობის ერთ-ერთი მიზეზი ასევე ისაა, რომ მომხმარებლები უპირატესობას პლასტმასისა ან მინაბოჭკოსგან დამზადებულ ნავებს ანიჭებენ, რადგან ხის ნავების შენახვა უფრო ძვირი ჯდება.

„ვფიქრობ, რომ მომავალში ადამიანი კვლავ ხის ნავებს გამოიყენებენ. მინდა ამის მჯეროდეს. ხის ნავი გამძლეობით გამოირჩევა. ხე ცოცხალი ორგანიზმია. რამდენი ხანიც არ უნდა იხმარო ის მაინც ცოცხალი დარჩება“, – ამბობს გემთმშენებელი ანდრეას კარამანოლისი.

ეგეოსის ზღვაში მდებარე კუნძული სამოსიდან კაიკებით მთელი საბერძნეთი მარაგდებოდა. გემთმშენებლობაში კუნძულის მოსახლეობის დიდი ნაწილი იყო დასაქმებული. ადგილობრივი უწყებების განცხადებით, კუნძულზე გემთმშენებლობის სასწავლო ცენტრის გახსნა იგეგმება. ამიტომაც ჯერ კიდევ არსებობს იმედი რომ ეს უძველესი ხელობა გაქრობას გადაურჩება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend