მთავარი საქართველო ევრიპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

ევრიპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

ვისაუბრეთ 5 ივლისის ძალადობის ფაქტებზე. კონკრეტულად ვუთხარით ფაქტები, რომ პოლიციამ არა თუ ვერ, არამედ არ დაიცავა ჟურნალისტები , – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბათუმში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ამ საკითხებზე ისაუბრებს ხელისუფლებასთან და როგორც ვაშაძემ აღნიშნა, გაცილებით მკაცრი იქნება მისი საუბარი დახურულ კარს მიღმა, ვიდრე საჯაროდ.

„ვერ დავუახლოვდებით ევროკავშირს თუ საქართველოში გაგრძელდა პროცესი ისე, როგორც დღეს ვითარდება. ფაქტობრივად, საჯარო გამოსვლებში „ოცნების“ ლიდერები ანტიდასავლური პროპაგანდის თანამონაწილეები არიან. ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი. მიშელის დოკუმენტის შესრულება არ უნდა „ოცნებას“, მაგრამ დღეს მივიღეთ გარანტია, რომ სრული მხარდაჭერა გვექნება ევროკაშვირის მხრიდან”, – განაცახა ვაშაძემ.

თუ უახლოეს მომავალში მიშელის დოკუმენტის ყველა პუნქტთან მიმართებით კონკრეტული ნაბიჯები არ იქნება გადადგმული, დარწმუნებული ვარ, საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარების პაკეტის გადახედვა შესაძლოა მოხდეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუხადა.

„ჩვენ გვქონდა ვრცელი შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, რომელიც ძალიან კარგად აცნობიერებს, რამხელა გეოპოლიტიკური გამოწვევის წინაშე დგას დღეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მომავალი. ვისაუბრეთ იმ მოვლენებზე, რაც ქვეყანაში განვითარდა 5 ივლისს. კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, უკანასკნელ კვირებში მომხდარი მოვლენები არის არა მხოლოდ ჩვენი საგრძნობლად უკან დახევა ევროპული დღის წესრიგიდან, არამედ რეალურად საფრთხეს უქმნის ამ დღის წესრიგის რეალიზებას. ბატონ მიშელს ძალიან კარგად ესმის, რომ დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, არის საფუძველი და ქვაკუთხედი ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილებების უზრუნველყოფის, მათ შორის ქვეყანაში ვადამდელი არჩევნევის გზით ხელისუფლების შეცვლის. ამიტომ გვქონდა საუბარი პრობლემებზე, რომელსაც დღეს აწყდება ამ დოკუმენტის შესრულება ხელისუფლების მხრიდან და ჩვენ დარწმუნებული ვართ, მოვისმენთ შესაბამის შეფასებებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტისგან. გვქონდა საუბარი იმაზე, რომ ზეწოლის მექანიზმები ამ ხელისუფლებაზე, რომელიც ღიად და აშკარად უარს ამბობს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე, უნდა გაძლიერდეს და დარწმუნებული ვარ, უახლოს მომავალში ვიხილავთ ევროპული მხრიდან შესაბამისი სანქციების ამუშავებაზე სერიოზულ მსჯელობას, როდესად ჩვენი ქვეყნისთვის განკუთვნილი დახმარება, პირობითობის პრინციპის დაცვით, შესაძლოა, შეჩერებული იქნას იმ პრობლემების გამო, რომელიც შეიქმნა მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაციის თვალსაზრისით“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend