მთავარიევროპაჩეხეთის რესპუბლიკადასავლეთ ბოჰემიაში ყოფილ ბირთვულ ობიექტზე მუზეუმია მოწყობილი

დასავლეთ ბოჰემიაში ყოფილ ბირთვულ ობიექტზე მუზეუმია მოწყობილი

დასავლეთ ბოჰემიაში, დაახლოებით 55 კილომეტრის მოშორებით, გერმანიის საზღვრებთან, ტყის სიღრმეში ყოფილი ბირთვული საბრძოლო ობიექტია განთავსებული. 1968 წლიდან 1990 წლამდე ეს ადგილი მკაცრად გასაიდუმლოებული და მას საბჭოთა ჯარი აკონტროლებდა. ახლა კი მის ადგილას მუზეუმია მოწყობილი და მისი ნახვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

6-ტონიანი კარის მიღმა სულ სხვა სამყაროა – ეს არის ბირთვული საბრძოლო რაკეტის იავორ 51-ის საცავი, რომელიც ბრდის მაღლობზე, ტყის სიღრმეში, მდებარეობს. აღმოსავლეთ ევროპაში 24 მსგავსი ბირთვული ობიექტია, თუმცა მათგან მხოლოდ ერთის ნახვა შეუძლია  საზოგადოებას.

აქედან ახლო სიშორის იმ ბალისტიკური რაკეტების გაშვება იყო შესაძლებელი, რომლებიც 2 საათსა და 20 წუთში მისწვდებოდა ისეთ ქალაქებს, როგორებიცაა მიუნჰენი, ფრანკფურტი და შტუტგარტი.

ფონდ „რკინის ფარდის“ დირექტორი ვაცლავ ვიტოვეცი ამბობს, რომ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და საიდუმლო ადგილი ჩეხოსლოვაკიაში. ობიექტის საკმაოდ დიდ პერიმეტრს სამხედროები იცავდნენ და საჭიროების შემთხვევაში გაუფრთხილებლად ისროდნენ. მის თავზე კი ფრენა აკრძალული იყო, რასაც ზებგერითი თვითმფრინავების პილოტებიც ადასტურებენ.

ვიტოვეცმა მოახერხა, რომ ეს საცავი მისი ფონდისთვის გადაეცათ. მან იშვიათი ატომური მუზეუმი მოაწყო. მისი მთავარი მიზანია, ადამიანებს აჩვენოს, თუ როგორი საშიში იყო ატომური შეიარაღება, რომელსაც მთელი დედამიწის განადგურება შეეძლო.

მედიის ექსპერტი სტანისლავ ნოვოტნი ამბობს, რომ კონტრასტი კარგად ჩანს ბირთვული შეიარაღებისთვის გაღებულ უზარმაზარ ხარჯსა და იმ მიზერულ თანხას შორის, რომელიც ბირთვულ ენერგიაზე გამოიყოფა.

ცივი ომის პერიოდში 9 ქვეყნის ბირთვული არსენალი იმხელა იყო, რომ დედამიწა 18-ჯერ განადგურდებოდა.

ეს ბირთვული ობიექტი ჯეიმს ბონდის ერთ-ერთი ფილმის სცენას მოგვაგონებს, თუმცა, ფილმისგან განსხვავებით, ეს ნამდვილია. ასეთი ადგილების მონახულება კი კარგი გაფრთხილება უნდა იყოს მომავალი თაობებისთვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend