მთავარისპორტიტადეი პოგაჩარმა ტურ დე ფრანსის ტიტული შეინარჩუნა

ტადეი პოგაჩარმა ტურ დე ფრანსის ტიტული შეინარჩუნა

ახალგაზრდა სლოვენიელმა ველმბროლელმა ველოსპორტის ყველაზე მასშტაბური შეჯიბრი, ტურ დე ფრანსი ზედიზედ მეორედ მოიგო.

ტადეი პოგაჩარმა მეორეადგილოსან იონას ვინგეგარდს საერთო ჩათვლაში 5 წუთითა და 20 წამით გაუსწრო.

22 წლის პოგაჩარმა ყვითელ მაისურთან ერთად პოლკა დოტ მაისური და ახალგაზრდა ველომრბოლელის მაისურიც დაიმსახურა, მწვანე მაისური კი მარკ კავენდიშს ერგო, რომელმაც ტურნირის მიმდინარეობისას ლეგენდარული ედი მერქსის რეკორდი გაიმეორა და ტურ დე ფრანსის ტური 34-ედ მოიგო.

დასკვნით, 21-ე ტურში კი ფინიშის ხაზი პირველმა ვაუტ ვან აერტმა გადალახა.

გიორგი სანაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend