მთავარიევროპაიტალიავენეცია შესაძლოა საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შევიდეს

ვენეცია შესაძლოა საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შევიდეს

რომანტიკულმა არქიტექტურამ და წყლის არხებმა ვენეცია მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ცენტრად აქცია. 1987 წელს ქალაქი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანეს. თუმცა, იუნესკოს კომიტეტის განცხადებით, ქალაქი შეიძლება საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში მოხვდეს.

ექსპერტების თქმით, ვენეციას საფრთხეს კლიმატური ცვლილება უქმნის. წყლის დონის მატებისა და გახშირებული წყალდიდობების გამო ზიანდება ქალაქის არქიტექტურა. ისტორიულ შენობებს საფრთხეს დიდი გემებიც უქმნის.

„ხმელთაშუა ზღვასთან მდებარე ქალაქებში, როგორებიცაა ვენეცია, ბარსელონა და დუბროვნიკი, ტურისტები უზარმაზარი საკრუიზო გემებით ჩამოდიან. შედეგად ოთხი ათასამდე ადამიანი ისტორიულ ქალაქში ერთდროულად შედის. ეს კი ბევრ პრობლემას ქმნის. ჩვენი ორგანიზაცია ცდილობს ამ საკითხში დაეხმაროს ქალაქებს“, – ამბობს იუნესკოს წარმომადგენელი მეხტილდ როსლერი.

პრობლემის გადასაჭრელად ვენეციაში დიდი ზომის გემების არხებში შემოყვანა აკრძალეს, ხოლო საკრუიზო გემებს გაჩერება ვენეციის გარეუბანში მოუწევთ. შეზღუდვები დაწესდა დაბინძურებაზეც.

„ეს გადაწყვეტილება ძალიან დადებითი მოვლენაა. მისი მიღების შედეგად არცერთ გემს არ შეეხება გამონაკლისი. ძველი კანონმდებლობა არასაკმარისად ეფექტიანი იყო. ახლა ზუსტადაა განსაზღვრული გემების ზომა და წონა“, – ამბობს მოძრაობა „არა დიდ გემების“ წევრი ტომასო კაჩიარი.

ახალ გადაწყვეტილებას მიესალმნენ იუნესკოში. იტალიაში იმედი აქვთ, რომ ინიციატივის დანერგვის შედეგად ვენეცია საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში აღარ მოხვდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend