მთავარისაქართველობათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ იმართება

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ იმართება

ბათუმში 19 ივლისს საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ იმართება.

კონფერენციას გახსნის ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

გახსნით სესიაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით გაიმართება დისკუსია: „ახალი ტრანსატლანტიკური დღის წესრიგი და აღმოსავლეთ ევროპა“.

განსახილველ თემებს შორისაა ევროატლანტიკურ სივრცეში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები და ტრადიციულ მოკავშირეებს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. კონფერენცია სამი დღე გასტანს.

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია მეჩვიდმეტედ ტარდება და მას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მასპინძლობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend