მთავარიევროპანიდერლანდებიცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტი პიტერ დე ვრისი გარდაიცვალა

ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტი პიტერ დე ვრისი გარდაიცვალა

ნიდერლანდებში ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტი პიტერ დე ვრისი, რომელიც 6 ივლისს ამსტერდამში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს გარდაიცვალა.

ნიდერლანდების მოქალაქეებმა  ჟურნალისტის ხსოვნას პატივი მიაგეს და თავდასხმის ადგილი ყვავილებით შეამკეს.

ჟურნალისტის გარდაცვალების ფაქტს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე გამოეხმაურა.

,,პიტერ დე ვრისი არ იყო მარტივი ადამიანი. ნიდერლანდების მოქალაქეები მასთან ერთად ვიზრდებოდით რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში. ის იბრძოდა სამართლიანობისთვის. ჩვენ ყველამ ვნახეთ, რამდენად ერთგული ადამინი იყო თავისი პრინციპებისა. ის არ დანებდა. ყოველთვის იდგა ადამიანების გვერდით, ეხმარებოდა მათ. ოჯახები, რომლებმაც საშინელი პერიოდი გამოიარეს, მხარს უჭერდნენ მას“,- განაცხადა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ.

7 ივლისს, ნიდერლანდების სამართალდამცველებმა  გამომძიებელ რეპორტიორზე, პიტერ დე ვრისზე, თავდასხმის ფაქტზე სამი ეჭვმიტანილი დააკავეს.

დე ვრისის სახელს ბევრი გახმაურებული საქმე უკავშირდება.იგი ცნობილი 1983 წელს ლუდის მაგნატის, ფრედი ჰეინეკენის გატაცების საქმეზე ჩატარებული გამოძიებით გახდა. 2008 წელს კი ჯილდო აიღო ნატალი ჰოლოუეის გაუჩინარების საქმეზე ჩატარებული გამოძიებისთვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend