მთავარიმსოფლიოჯო ბაიდენი - რუსეთს არ უნდა მიეცეს უფლება, ენერგეტიკა მუქარის იარაღად...

ჯო ბაიდენი – რუსეთს არ უნდა მიეცეს უფლება, ენერგეტიკა მუქარის იარაღად გამოიყენოს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ბოლო ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვია და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა.

მხარეებმა ერთმანეთს მომავალში წარმატება უსურვეს. კანცლერის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მხარეებმა არ იციან, თუ როგორ წარიმართება მოლაპარაკებები პრობლემატურ თემებზე.

შეხვედრის დროს მათ სხვა აქტუალურ თემებთან ერთად, განიხილეს გაზსადენი “ჩრდილოეთი ნაკადი 2-ის“ საკითხიც.

პრეზიდენტი ბაიდენი ეწინააღმდეგება „ჩრდილოეთი ნაკადი 2“-ის მშენებლობას მისი განცხადებით, გაზსადენის ამოქმედება კიდევ უფრო მეტად გაზრდის ევროპის ენერგეტიკულ დამოკიდებულებას რუსეთზე, რაც უარყოფითად იმოქმედებს მეზობელ ქვეყნებზე, განსაკუთრებით კი უკრაინაზე.

„ჩემი შეხედულება “ჩრდილოეთი ნაკადი 2-ის“ მიმართ ცნობილია. ხანდახან მეგობრებიც ვერ ვთანხმდებით. თუმცა კანცლერ მერკელსა და მე ერთი პოზიცია გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს უფლება, ენერგეტიკა მეზობლების, ცენტრალური ევროპის, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ იძულების ან მუქარის იარაღად გამოიყენოს“, – ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.

თავის მხრივ, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია და ევროკომისია მოლაპარაკებებს აწარმოებენ ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვით, უკრაინა ბუნებრივი გაზის სატრანზიტო ქვეყანა უნდა იყოს.

„თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ ჩვენ, როგორც გერმანიას, ასევე ევროკავშირს, გვაქვს სხვადასხა ინსტრუმენტი, მაგალითად, სანქციები. ჩვენი სანქციები ყირიმის ანექსიისა და მინსკის შეთანხმების დარღვევისას გამოჩნდა. ჩვენ შეგვიძლია რეაგირება. ამასთან დაკავშირებით, ევროპელ მეგობრებთან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს. თუმცა ვიმედოვნებ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება არ დაგვჭირდება”, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

გერმანიაში შემოდგომაზე დაგეგმილია არჩევნები, რომლის შედეგადაც გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე მერკელის შემცვლელის ვინაობა გახდება ცნობილი. ვაშინგტონისა და სხვა ქვეყნების ოფიციალურ პირებს აინტერესებთ, თუ რა მიმართულებას აირჩევს ახალი კანცლერი.

თუმცა ანგელა მერკელი ირწმუნება, რომ მისი წასვლის შემდეგ გერმანიის კურსი დიდად არ შეიცვლება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend