როგორ ცხოვრობს და რა პრობლემების წინაშე დგას საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა მათი პრობლემები და საჭიროებები შეისწავლა. ორგანიზაციის წარმომადგენლები გორის, ქარელის, კასპის, დუშეთის, წალენჯიხის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების 24 სოფელში და დევნილთა ორ დასახლებაში იმყოფებოდნენ.
ევრონიუს ჯორჯიას დილის ეთერში დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელმა უჩა ნანუაშვილმა ისაუბრა