5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე და ხელისუფლების პასუხიმსგებლობაზე ისაუბრა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა. მისი თქმით, ნებისმიერი მთავრობის ფუნდამენტური პასუხისმგებლობაა, მოქალაქეებისთვის უსაფრთხო და დაცული გარემო უზრუნველყოს.
„ძალადობა მიუღებელია. საქართველოს ხელისუფლებისგან უნდა იყოს ძალიან მკაფიო, ძლიერი გზავნილი, რომ დადგება შედეგები მათთვის, ვინც აქეზებს ძალადობისკენ, ვინც ძალადობრივად თავს ესხმის მოქალაქეებს, რომლებიც მშვიდობიანად იყენებენ საკუთარ კონსტიტუციურ უფლებებს. ნებისმიერი მთავრობის ფუნდამენტური პასუხისმგებლობაა, მოქალაქეებისთვის უსაფრთხო და დაცული გარემო უზრუნველყოს, რათა მათ გამოიყენონ კონსტიტუციით დაცული უფლებები“, – განაცხადა ელჩმა დეგნანმა.
ალეკო გვეტაძე