მთავარიევროპაიტალიალა-სკალას საბალეტო დასი კონცერტებს ღია ცის ქვეშ მართავს

ლა-სკალას საბალეტო დასი კონცერტებს ღია ცის ქვეშ მართავს

მილანის ისტორიულ საცურაო აუზზე ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიება,  ლა-სკალას საბალეტო დასის მიერ დადგმული წარმოდგენა გაიმართა. ლა-სკალას დასი ჩრდილოეთ იტალიურ ქალაქებში ტურნეს მართავს. ოპერის წარმომადგენელთა თქმით, ტურნეს მიზანი ქვეყანაში კულტურული ცხოვრების გამოცოცხლებაა.

მილანში ლა-სკალას საბალეტო დასი მაყურებლის წინაშე ღია ცის ქვეშ წარდგა. ღონისძიებაზე ვერდის, როსინის, პუჩინისა და სხვა კლასიკური კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდა. ლა-სკალას დასი კონცერტების ჩატარებას სხვა იტალიურ ქალაქებშიც გეგმავს.

„ძალიან მომწონს ლა-სკალას ეს ინიციატივა. ეს არის უნიკალური შანსი ჩემნაირი ადამიანებისათვის, რომელთაც არ აქვთ ლა-სკალას ოპერის თეატრში ბილეთების ყიდვის საშუალება და სურთ ამ პრესტიჟული წარმოდგენის ნახვა“, – ამბობს მილანელი რიტა.

„ჩვენ გაგვიჩნდა იდეა, წარმოდგენები ოპერის დარბაზის გარეთაც გაგვემართა. ვფიქრობდით, რომ პანდემიის შემდეგ ჩვენს სპექტაკლზე დასწრება არა მარტო მილანელებს, არამედ ქალაქგარეთ მცხოვრებ ადამიანებსაც უნდა შესძლებოდათ“, – ამბობს ლა-სკალას ოპერის დირექტორი დომინიკ მაიერი.

პროგრამაში ასევე შესულია ცნობილი არგენტინელი კომპოზიტორის ასტორ პიაცოლას ნაწარმოებები. პიაცოლას დიდი წვლილი მიუძღვის ტანგოს მუსიკის განვითარებასა და პოპულარიზაციაში. დასი მისი დაბადების ასი წლისთავს აღნიშნავს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend