მთავარი ევროპა საფრანგეთი კანის კინოფესტივალის გამარჯვებული 17 ივლისს გამოვლინდება

კანის კინოფესტივალის გამარჯვებული 17 ივლისს გამოვლინდება

კანის კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს მფლობელი 17 ივლისს გამოვლინდება. ფესტივალზე პანდემიის დაწყების შემდეგ წელს პირველად იქნება წარმოდგენილი ორგანიზაცია „შემოქმედებითი ევროპის“ დაფინანსებით გადაღებული არაერთი ფილმი. ევრონიუსის ჟურნალისტი „შემოქმედებითი ევროპის“ ერთ-ერთი პროექტის მენეჯერს გაესაუბრა.

ფესტივალების სასახლეში, წითელი ხალიჩის მიღმა, ფილმების ბაზარია. საერთშორისო სოფელში განთავსებულია ეროვნული პავილიონები და ევროპული აუდიოვიზუალური სექცია – „შემოქმედებითი ევროპა“, რომელიც ყოველწლიურად ბევრ ევროპულ პროექტს აფინანსებს და მრავალ პროფესიონალს მასპინძლობს.

პროექტის მენეჯერი მარგო ლაკოსტი კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ წელს ფესტივალზე იმყოფებიან. ერთი მხრივ, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის შემდეგ ფესტივალზე კვლავ არის წარმოდგენილი „შემოქმედებითი ევროპა“,  მეორე მხრივ კი, წელს დაიწყება ახალი პროექტი, რომელსაც ახალი ბიუჯეტი ექნება.  მისი თქმით,  ფესტივალზე 100-ზე მეტი პროფესიონალია მოწვეული. მათ შეუძლიათ განიხილონ, დაგეგმონ და იმუშაონ მომავალ პროექტზე.

ფესტივალის სხვადასხვა სექციაში „შემოქმედებითი ევროპის“ დაფინანსებით შექმნილი არაერთი ფილმია წარმოდგენილი. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა იუჰო კუოსმანენის ფილმი „განყოფილება N6“, რომელიც მთავარი ჯილდოს კანდიდატია. ფილმი ახალგაზრდა ფინელ ქალზე მოგვითხრობს, რომელიც მოსკოვიდან სასიყვარულო ურთიერთობებს გაექცევა და მატარებლით მურმანსკში გაემგზავრება.

მარგო ლაკოსტის განცხადებით,  წელს კანის ფესტივალზე წარადგინეს  სხვადასხვა ქვეყნის 17 ფილმი, რომლებსაც მხარს უჭერდნენ განვითარების ეტაპზე.  მისი თქმით, თითოეული ფილმი ევროპული თანამშრომლობის შედეგია. ფესტივალზე მთავარი ჯილდოს მოსაპოვებლად „შემოქმედებით ევროპასთან“ თანამშრომლობით შექმნილი 5 ფილმია წარდგენილი.

ფესტივალზე, სხვა ფილმებთან ერთად, მია ჰანსენის „ბერგმანის კუნძული“ და ახალგაზრდა ფრანგი რეჟისორის ჯულია დიუკორნოს ფილმი „ტიტანია“ წარმოდგენილი, რომელიც ეკრანებზე ამ ზაფხულს გამოვა. ფილმი ტრილერისა და საშინელებათა ფილმის ნაზავია. იგი მოგვითხრობს იმ მამის ამბავს, რომელიც თავის შვილს გაუხსნელი მკვლელობების შემდეგ იპოვის. კანის ფესტივალზე საბოლოო გადაწყვეტილებას 17 ივლისს მიიღებენ.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend