მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოგაერთიანებულ სამეფოში ალექსანდრე ლიტვინენკოს საოპერო წარმოდგენა მიუძღვნეს

გაერთიანებულ სამეფოში ალექსანდრე ლიტვინენკოს საოპერო წარმოდგენა მიუძღვნეს

ცნობილი ადამიანების ცხოვრებაზე არაერთი ფილმი თუ სპექტაკლი დადგმულა. თუმცა, ალექსანდერ ლიტვინენკოსადმი მიძღვნილი ოპერა ბევრისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში მომუშავე ალექსანდრე ლიტვინენკოს ცხოვრება ტრაგიკულად განვითარდა. მან რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები ოლიგარქის ბორის ბერეზოვსკის მკვლელობაში ამხილა. დაპატიმრების თავიდან ასაცილებლად მან პოლიტიკური თავშესაფარი გაერთიანებულ სამეფოში მიიღო, სადაც რუსეთის სახელისუფლო წრეებში არსებულ კორუფციაზე წერდა. ლიტვინენკო 2006 წელს მოკლეს. მან დალია ჩაი, რომელშიც რადიაქტიული ნივთიერება პოლონიუმ-210 იყო გარეული.

„მუსიკა ძალიან ძლიერი იარაღია. ხშირად სიტყვითა თუ გამოსახულებით ვერ გამოხატავ სათქმელს. მუსიკით კი ეს უფრო მეტად შესაძლებელია“, – ამბობს ალექსანდრე ლიტვინენკოს ცოლი მარინა ლიტვინენკო.

„ეს ისტორია ოპერის ყველა ნიუანსს შეიცავს. ეს წარმოდგენა შეეხება ძალაუფლებას, პოლიტიკას, სიყვარულს, ღალატსა და მკვლელობას. ეს ოპერის ტიპური სიუჟეტია“, – ამბობს ოპერის კომპოზიტორი ენტონი ბოლტონი.

ბრიტანელი გამომძიებლების თქმით, ლიტვინენკო რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლებმა მოკლეს, რომლებიც დიდი ალბათობით პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დავალებით მოქმედებდნენ. ლიტვინენკოს ქვრივს მარინა ლიტვინენკოს იმედი აქვს, რომ მისი ქმრის ისტორია დავიწყებას არ მიეცემა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend