სანამ პაკისტანის ხელისუფლება საზღვრებს ჩაკეტავდა, თალიბანის მომხრეებმა გადალახეს საზღვარი პაკისტანსა და ავღანეთს შორის, რომ შეერთებოდნენ დაჯგუფების წევრებს.
სპინ ბოლდაკის სტრატეგიული საზღვრის დაპყრობა თალიბანის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. დაჯგუფება უკვე რამდენიმე კვირაა იზრდება, ავღანეთის არმიის ჯარისკაცები კი ტერიტორიებს კარგავენ. თალიბანი მოუწოდებს მოსახლეობას, რომ დატოვონ საცხოვრებელი ადგილები.
”გაეროს ლტოლვილთა სააგენტომ დღეს ისაუბრა ავღანეთში ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ. მათი აზრით, კონფლიქტის დროს გაუარესდება მოსახლეობის პირობები. იგი აფრთხილებს მსოფლიოს, რომ ავღანეთში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სიტუაცია გამოიწვევს სერიოზულ პრობლემებს. ლტოლვილები ეცდებიან გადასვლას როგორც მეზობელ ქვეყნებში, ისე სხვა სახელმწიფოებშიც”, – განაცხადა გაეროს სპიკერმა ფარჰან ჰაკიმ.
2021 წლის იანვრიდან დაახლოების 27 ათასმა ავღანელმა დატოვა საცხოვრებელი ადგილი და ქვეყნიდან გადაიხვეწა. ამის მიზეზი კი დაუცველობის შეგრძნება და ძალადობაა. სულ კი ქვეყანა 3.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
გაეროში ვარაუდობენ, რომ კიდევ ათასობით ადამიანი ეცდება ავღანეთიდან თავის დაღწევას.