პანდემიის პირობებში მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი შიმშილობს, ამიტომ ამ პრობლემების მოსაგვარებლად კიდევ უფრო მეტი გლობალური ძალისხმევა იქნება საჭირო.
გაეროს ახალი ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს მსოფლიოში შიმშილობის პრობლემა მკვეთრად გაუარესდა, რაც მეტწილად კორონავირუსის გავრცელებას უკავშირდება. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის შეფასებით, გასულ წელს მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით მეათედი, 811 მილიონამდე ადამიანი, სრულფასოვნად ვერ იკვებებოდა.
,, აზიაში 418 მილიონი ადამიანი უფრო ცუდად იკვებება. აფრიკაში არასრულფასოვნად იკვებება დაახლოებით 282 მილიონი ადამიანი, ლათინურ ამერიკაში კი – მოსახლეობის 9%“, – აცხადებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ეკონომისტი მაქსიმო თორერო.
კონფლიქტები, კლიმატის ცვლილებები და ეკონომიკური პრობლემები მსოფლიოში შიმშილის გამომწვევი მთავარი მიზეზებია.
პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა მდგომარეობა.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის განცხადებით, მსოფლიოს ლიდერებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები, განსაკუთრებით კონფლიქტის რეგიონებში, სადაც ჰუმანიტარული კრიზისია და მშვიდობის დამყარებაა აუცილებელი.
გაეროს კვლევის მიხედვით, მნიშვნელოვანია ასევე მსოფლიოში საკვები პროდუქტების ფასების შემცირება.
გაეროში აცხადებენ, რომ მსოფლიოს ქვეყნის ლიდერებს უდიდესი ძალისხმევა დასჭირდებათ, შეასრულონ მთავარი დაპირება, რომლის მიხედვით, შიმშილობა 2030 წლისთვის უნდა დასრულდეს.