მთავარიევროპასაბერძნეთისაბერძნეთში კალამატის ცეკვის ფესტივალი გაიმართა

საბერძნეთში კალამატის ცეკვის ფესტივალი გაიმართა

16 ივლისს საბერძნეთის ქალაქ კალამატაში ყოველწლიური ცეკვის ფესტივალი დაიწყება. პელოპონესის ნახევარკუნძულზე მდებარე ზღვისპირა ქალაქში ცეკვის ფესტივალი 1995 წლიდან იმართება.

კალამატის ცეკვის ფესტივალი წელს განსხვავებული წარმოდგენით გაიხსნება. მონაწილეებს შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებიც არიან. ფესტივალი ევროკავშირის „კრეატიული ევროპის“ პროგრამის ფარგლებში ტარდება.

„ჩვენ გვყავს ოთხი დუეტი. ყოველ წყვილში ერთი მოცეკვავე შეზღუდული შესაძლებლობებისაა. ისინი ძალიან შთამბეჭდავ სანახაობას დგამენ. მათ ცეკვაში ჩანს ადამიანის სხეულის მრავალფეროვნება, რომელიც განსხვავდება სილამაზის სტანდარტული  ნორმებისგან“, – ამბობს ფესტივალის კრეატიული დირექტორი ლინდა კაპეტანეა.

მოცეკვავეების მედელინ მენსონისა და ანა ბორას პიკოს დუეტით წარმოდგენილია დიალოგი ორ გამორჩეულ ქალს შორის. ისინი განსხვავებულები არიან, თუმცა ერთმანეთს არ გაურბიან.

„ორივე მოცეკვავეს ძალიან ძლიერი კავშირი აქვს ერთმანეთთან. ეს კავშირი რომ არ არსებობდეს, ძალიან გამიჭირდებოდა ამ ცეკვის დადგმა. ორივე ცნობისმოყვარეა და მოწადინებულია გამოვიდეს საკუთარი კომფორტის ზონიდან. მათ ასევე არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა აქვთ. ჩვენს დადგმაში ერთმანეთს ერწყმის გრძნობები, ელეგანტურობა და იუმორი“, – ამბობს ქორეოგრაფი როსერ ლოპეს ესპინოსა.

ქორეოგრაფი ვენეციანა კალამპალიკის მიერ დადგმული ცეკვა სხეულის აღქმისა და შეგრძნების შესახებაა. ამ ცეკვით ნაჩვენებია, თუ როგორ კვალს ტოვებს ჩვენს სხეულზე დრო.

„მე შევარჩიე ორი გოგონა, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობით დაიბადნენ. ძალიან მაინტერესებდა, მენახა, თუ როგორ ჩამოდიოდნენ ეტლებიდან, როგორ იხსნიდნენ პროთეზის ფეხს. მე მათი სხეულის ბუნებრივ მდგომარეობაში ნახვა მსურდა“, – ყვება ქორეოგრაფი ვენეციანა კალამპალიკი.

კალამატის ცეკვის ფესტივალზე წარმოდგენის პრემიერა 16 ივლისს გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend