მთავარიევროპასაფრანგეთიკანის კინოფესტივალზე ვეს ანდერსონის ფილმის პრემიერა გაიმართა

კანის კინოფესტივალზე ვეს ანდერსონის ფილმის პრემიერა გაიმართა

კანის კინოფესტივალზე ცნობილი რეჟისორის ვეს ანდერსონის ახალი ფილმის „ფრანგული უწყების“ პრემიერა გაიმართა.

ვეს ანდერსონის ფილმის „ფრანგული უწყების“ პრემიერას არაერთი მსოფლიო დონის კინო ვარსკვლავი ესწრებოდა. წითელ ხალიჩაზე ფილმში მონაწილე მსახიობებმა ბილ მიურეიმ, ოუენ ვილსონმა, ტილდა სვინტონმა, ედრიენ ბროდიმ და ტიმოთი შალამემ გაიარეს.

ფილმი ამერიკელ ჟურნალისტზეა, რომელიც წარმოსახვით ფრანგულ ქალაქში თავის გაზეთს გამოსცემს.

„ფრანგულმა უწყებამ“ მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. ფილმის დასრულების შემდეგ აპლოდისმენტები 9 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

რიგით 74-ე კანის კინოფესტივალი 17 ივლისამდე გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend