მთავარიამბებიგარდაცვლილი ოპერატორის დისკრედიტაციის მცდელობა ფეისბუკზე

გარდაცვლილი ოპერატორის დისკრედიტაციის მცდელობა ფეისბუკზე

ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალება თუ ჯგუფი ფეისბუკზე იმ ინფორმაციით ცდილობს საზოგადოების მანიპულაციას, რომელიც ამჟამად არსებობს გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით. ამის შესახებ დამოუკიდებელი ფაქტ-ჩეკერი „მითების დეტექტორი“ წერს.

შსს-ს პირველ ბრიფინგამდე რამდენიმე საათით ადრე ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება ნარკოტიკულ საშუალებებს სხვადასხვა აქტორმა დაუკავშირა, მათ შორის იყო ერთ-ერთი ახალი საინფორმაციო ბლოგი, რომელიც უშუალოდ 11 ივლისს, ლექსოს გარდაცვალების დღეს, არის შექმნილი, ასევე რამდენიმე გვერდი, საინფორმაციო სააგენტო, საინფორმაციო ბლოგი და ძალადობრივი ჯგუფების გვერდები, ანგარიშები.

სწორედ ამ ანგარიშებიდან და გვერდებიდან გავრცელდა ლექსო ლაშქარავას პერსონალური ინფორმაცია, რომელიც მოგვიანებით გააზიარეს როგორც ღია, ისე დახურულ ჯგუფებში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადების მიხედვით, სოციალურ ქსელში პერსონალურ ინფორმაციას ის პირები ავრცელებდნენ, რომლებსაც, დიდი ალბათობით, ხელი არ უნდა მიუწვდებოდეთ როგორც სისხლის სამართლის საქმის, ისე ადმინისტრაციული საქმის წარმოების მასალებსა და სამართალდამცავი ორგანოების მფლობელობაში არსებულ იმ საინფორმაციო ბაზებზე, რომლებშიც აღნიშნული მონაცემები ინახება. განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო გამოძიება, თუ რა საშუალებებით მოიპოვეს მათ  ეს მონაცემები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend