მთავარი საქართველო ლექსოს გაცილება

ლექსოს გაცილება

ლექსო ლაშქარავა კოლეგებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ ტაშის თანხლებით გააცილეს

ქართული მედიისთვის მძიმე დღე და თბილისში, იოსელიანის 37 ნომერში შეკრებილი საზოგადოება.

ტელეკომპანია „პირველის“ გარდაცვლილ ოპერატორს ლექსო ლაშქარავას ხსოვნასა და პროფესიონალიზმს პატივი, უამრავმა ადამიანმა მიაგო.

ლექსოს გამოსახულებით შავ მაისურებში ჩაცმული კოლეგა ოპერატორები, თვალცრემლიანი ჟურნალისტები და საზოგადოების აქტიური წევრები დაემშვიდობნენ ლექსო ლაშქარავას, რომელიც 5 ივლისს „სიწმინდისა“ და „ქრისტიანობის დაცვის“ სახელით გამართული უმოწყალო ძალადობისას მძიმედ დაშავდა.

კოლეგებმა ლექსოსთვის პატივის მიგების ნიშნად, კამერებით საპატიო დერეფანი გააკეთეს. გარდაცვლილ ოპერატორს კოლეგები, ახლობლები და დაკრძალვაზე მისული სხვა პირები ტაშის თანხლებით დაემშვიდობნენ.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

ლექსოლექსო

Send this to a friend