მთავარიევროპალიეტუვაევროკომისია ბელარუსს ლიეტუას საზღვართან მიგრანტების მობილიზებაში ადანაშაულებს

ევროკომისია ბელარუსს ლიეტუას საზღვართან მიგრანტების მობილიზებაში ადანაშაულებს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ბელარუსისთვის სანქციების მორიგი პაკეტის დაწესებას მოითხოვს, იმის გამო, რომ ლიეტუვაში ბელარუსიდან გადასული მიგრანტების რაოდენობა საგანგაშოდ გაიზარდა.

შეშფოთებას გამოთქვამენ ევროკომისიაშიც. ისინი ბელარუსს ლიეტუვის საზღვრებთან მიგრანტების მობილიზებაში ადანაშაულებენ. შედეგად ლიეტუვამ საზღვარზე 550 კილომეტრის სიგრძის მავთულის ბარიერის მშენებლობა დაიწყო.

ევროკომისია ბელარუსს ლიუტევის საზღვრებთან ლტოლვილების მობილიზებაში ადანაშაუალებს. ბელარუსს ამ გზით სურს, ზეწოლა მოახდინოს არა მარტო ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, არამედ ევროკავშირზეც იმ სანქციების საპასუხოდ, რომლებიც ბრიუსელმა მინსკს ოპოზიციური აქტივისტების შევიწროებისა და თვითმფრინავის გატაცების გამო დაუწესა.

ევროკომისარი შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში ილვა იოჰანსონი აცხადებს, რომ ვითარება შემაშფოთებელია. მიგრანტების რაოდენობა 22-ჯერ არის გაზრდილი. მისი თქმით, გასულ კვირას 1000-ზე მეტი ლტოლვილი იყო. ლუკაშენკოს რეჟიმი მიგრანტებს საზღვრის გადაკვეთის უფლებას აძლევს, რითაც პოლიტიკური ზეწოლის მოხდენა სურს.

მიგრანტების უმეტესობა ერაყის მოქალაქეა, ისინი მინსკში ბაღდადიდან და ანკარიდან ჩაფრინდნენ. მათ შესაჩერებლად კი გასულ პარასკევს ლიუტუვამ ბელარუსის საზღვართან 550 კილომეტრის სიგრძის მავთულის ბარიერის მშენებლობა დაიწყო. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა სასაზღვრო ზოლი მოინახულა, ახლა კი შინაგან საქმეთა კომისარი ევროპული სასაზღვრო სააგენტოს დაუყონებლივ ჩარევას მოითხოვს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend