მთავარიკუბიძალადობრივი მოწოდებების გამო „Alt ინფოს“ ვებგვერდი გათიშულია

ძალადობრივი მოწოდებების გამო „Alt ინფოს“ ვებგვერდი გათიშულია

ძალადობრივი ჯგუფების ერთ-ერთი ორგანიზატორი პლატფორმა ლექსო ლაშქარავაზე დეზინფორმაციას ავრცელებს

ფეისბუკის მომხმარებელთა დიდი ნაწილი შეშფოთებას გამოთქვამდა ოპერატორის გარდაცვალების გამო. ამავე დროს სოციალურ ქსელში ძალადობრივი ჯგუფების მონაწილეები და მათი მხარდამჭერები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ ამ თემით სპეკულირებას, ავრცელებდნენ შეთქმულების სხვადასხვა თეორიას და მტკიცებულებების გარეშე უყენებდნენ ბრალდებას ლექსო ლაშქარავას.

ამ სპეკულაციების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე და ლიდერია პლატფორმა „ალტ-ინფო“, რომლის ვებგვერდზეც შესვლაც ამჟამად შეუძლებელია. ერთ-ერთმა მომხმარებელმა როი შენგელიამ ფეისბუკზე აღნიშნა, რომ მან ჰოსტინგ კომპანიას მისწერა, როგორ ავრცელებს „ალტ-ინფო“სიძულვილის ენას და არღვევს ანტიდისკრიმინაციულ კანონს. ამის შემდეგ რამდენიმე წუთში ვებგვერდზე წვდომა შეწყდა.

დეზინფორმაციაზე და სპეკულაციის მცდელობებზე უფრო მეტი „ფაქტ-მეტრის“ მკვლევარი მარიამ წიწიკაშვილი გაგვესაუბრა. მისი თქმით, ულტრამემარჯვენე პრორუსულმა პლატფორმამალტ-ინფომ“, რომელიც 5 ივლისის ძალადობრივი ქმედებების ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი იყო, მომხდარ მოვლენებს სპეციალური ეთერი მიუძღვნა. გადაცემაში წამყვანებმა რამდენჯერმე გაიმეორეს,  რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების უკან ე.წ. „ლიბერალური ძალა“ დგას, რომელსაც ამ ტრაგედიით საზოგადოების გრძნობებით მანიპულაცია და სახელმწიფოს გადატრიალების გამოწვევა სურს.

მიუხედავად იმისა, რომ 45-წუთიან გადაცემაში რამდენჯერმე ახსენეს, რომ მათი პოზიცია შეფასებითი იყო და კონკრეტული არგუმენტები არ გააჩნდათ, ლექსო ლაშქარავას დაღუპვაში ლიბერალური ძალების დადანაშაულება გადაცემის მთავარ სათქმელს წარმოადგენდა.

კონსპირაციული თეორიის გასამყარებლად გადაცემის მონაწილეებს მაგალითად ჯორჯ ფლოიდის საქმე მოჰყავდათ. როგორც ცნობილია, ჯორჯ ფლოიდი აშშ-ში ერთ-ერთმა  პოლიციელმა მოკლა, მის სიკვდილს რასიზმის წინააღმდეგ გამოსვლებიც მოჰყვა. გადაცემის მონაწილეები ამტკიცებდნენ, რომ პოლიციელი ფლოიდის მკვლელობაში არ იყო დამნაშავე და რომ იგი  გულის უკმარისობით გარდაიცვალა. თუმცა აღსანიშნავია, რომ გულის უკმარისობა სწორედ პოლიციელის მხრიდან ძალის გადამეტებამ და არაადამიანურმა მოპყრობამ გამოიწვია. ამასთან, 2021 წლის მაისში მინესოტის სასამართლომ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში 4 პოლიციელი ცნო დამნაშავედ.

ფეისბუკმა 2020 წლის ბოლოს წაშალა  130 ანგარიში, გვერდი და ჯგუფი, რომლებიც „ალტ-ინფოსთან“ იყო დაკავშირებული. ფეისბუკის ადმინისტრაციამ ისინი შეთანხმებულ არაავთენტურ ქცევაში ამხილა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend