მთავარისაქართველოპრემიერ-მინისტრისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - ირაკლი ღარიბაშვილი გადადგომას არ აპირებს

პრემიერ-მინისტრისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა – ირაკლი ღარიბაშვილი გადადგომას არ აპირებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, გუშინ, 11 ივლისს, საქართველოს პარლამენტის წინ მედიის წარმომადგენელთა მიერ ორგანიზებულ აქციაზე ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური და მაშასადამე ანტიეროვნული გზავნილები ისმოდა.

„ჩვენ მოვისმინეთ გზავნილები მაგალითად იმის თაობაზე, რომ ითხოვდნენ აგრესიული გამომსვლელები პატრიარქის დაკავებას პოლიციის მიერ. მე ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რომ აღნიშნულს ვიმეორებ, იმის გარდა, რომ ითხოვდნენ ჩვენს გადადგომას. ეს გასაგებია. ეს ნორმალურია, მათ ეს უნდა მოითხოვონ, ეს არის მათი ოცნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, ოპოზიციური ტელევიზიების დღის წესრიგი რადიკალური რევანშისტული ძალების დღის წესრიგს ემთხვევა.

ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით საპროტესო აქცია დღეს, 12 ივლისს, 18 საათზე გაგრძელდება, იმ შემთხვევაში, თუ 12 საათამდე მთავრობა არ გადადგება.

პროტესტის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა  პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და შსს მინისტრის ვახტანგ გომელაურის დაუყოვნებლივი გადადგომაა. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გასაპროტესტებლად ჟურნალისტები რეგიონებშიც შეიკრიბნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend