მთავარიამბებიპრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილისა და გიორგი სანტურიანის კანდიდატურები წარუდგინა

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილისა და გიორგი სანტურიანის კანდიდატურები წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები წარუდგინა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანადებობაზე წარდგენილები არიან გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი, ხოლო წევრობის ორ ვაკანტურ ადგილზე წარდგენილები არიან: გია ცაცაშვილი, ლელა ტალიური, თამარა სართანია და მაია ზარიძე.

საკითხს დღეს, 12 ივლისს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განიხილავენ.

პრეზიდენტის მიერ საკონკურსო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კანდიდატი, ცესკოს მოქმედი თანამშრომლები, ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი – გიორგი კალანდარიშვილი და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი – გიორგი სანტურიანი შეარჩია.

გარდა ამისა, კომისიამ ასევე შეარჩია ცესკოს წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე 5 კანდიდატი – ანა მიქელაძე, თამარა სართანია, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend