მთავარისაქართველოპარლამენტის შესასვლელთან ხმაურია

პარლამენტის შესასვლელთან ხმაურია

პარლამენტის უკანა შესასვლელთან ხმაურია. ჟურნალისტები – ვახო სანაია, ნანუკა ჟორჟოლიანი და ნინო ჯანგირაშვილი პარლამენტში შესვლას ითხოვენ, რის უფლებასაც მათ პარლამენტთან მყოფი დაცვის სამსახურის წარმომადგენლები არ აძლევენ.

ჟურნალისტებთან შესახვედრად გამოვიდა დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი, რომელმაც დაცვის წარმომადგენლებს და სამართალდამცავებს მიმართა, რომ როგორც დეპუტატს ჰქონდა ამ ადამიანების პარლამენტში შეყვანის უფლება, თუმცა ამის მიუხედავადაც, ჟურნალისტებმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ამ დრომდე ვერ მოახერხეს.

ადგილზე ისმის სასტვენების ხმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend