მთავარიამერიკაბრაზილიაბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი სამომავლო გეგმებზე საუბრობს

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი სამომავლო გეგმებზე საუბრობს

„ევრონიუსთან“ ექსკლუზიურად მიცემულ ინტერვიუში ბრაზილიის ყოფილმა პრეზიდენტმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ მოქმედი პრეზიდენტის, პანდემიისა და ქვეყნის მომავლის შესახებ ისაუბრა. წინასწარი გამოკითხვებით, საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში გაიმართება, უკვე ლიდერობს ლულა და სილვა, მიუხედავად იმისა, რომ მას ოფიციალურად ჯერ არ წამოუყენებია საკუთარი კანდიდატურა.

ლუის ინასიუ ლულა და სილვას ჯერ ოფიციალურად არ წამოუყენებია საკუთარი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა „ევრონიუსთან“ ექსკლუზიურად მიცემულ ინტერვიუში როგორც კანდიდატმა, ისე ისაუბრა.  ჟურნალისტთან საუბარში ყოფილმა პრეზიდენტმა თავის დაპატიმრებასა და  ბრაზილიაში მთავრობის მიერ პანდემიის მართვაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც ჩანს, იგი უკვე მზად არის საარჩევნო დუელისთვის.

ლულა და სილვა აცხადებს, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ამდენი სიცრუე ჯერ არ მოუსმენია. ბოლსონარუმ დებატებშიც არ მიიღო მონაწილეობა. მისი თქმით, იგი გამუდმებით იტყუებოდა. დღესაც კი დღეში ოთხჯერ მაინც ამბობს  სიცრუეს. მისი აზრით, ხალხმა მცდარი გადაწყვეტილება მიიღო, ბოლსონარუ რომ აირჩია. თუმცა, ლულა და სილვა აღნიშნავს, ასეთი რისკები დემოკრატიისა და საარჩევნო პროცესის ნაწილია.

წინასწარი გამოკითხვებით, ლულა და სილვა უკვე დამაჯერებლად ლიდერობს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში გაიმართება. იგი განმარტავს, თუ რა საფრთხის წინაშე არიან ბრაზილიელები.

ბრაზილიაში მოსახლეობას განსხვავებული პოზიცია აქვს, ზოგი ფაშიზმს უჭერს მხარს, ზოგი კი – დემოკრატიას. ლულა და სილვა დემოკრატიის მომხრეა, მისი პარტიაც დემოკრატიული იდეოლოგიის გამტარებელია. მას შესაბამისი გამოცდილებაც აქვს, ბოლსონარუ კი ფაშისტია.  ბრაზილიელებმა ახლა არჩევანი უნდა გააკეთონ.

ლულა და სილვას მაგალითად მოჰყავს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც 78 წლის ასაკში გახდა პრეზიდენტი.  მას მიაჩნია, რომ ბაიდენი  უკეთ გაუმკლავდებოდა პანდემიას.  ლულა და სილვამ ასევე ისაუბრა ევროკავშირის მნიშვნელობაზე, რომ აუცილებელია, მსოფლიო ბაზარზე  ძალები თანაბრად გადანაწილდეს. როგორც ცნობილია, ამ ბაზარზე ახლა ჩინეთი და შეერთებული შტატები ლიდერობენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend