მთავარისაქართველოაქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" ოფისთან მივიდნენ

აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ

აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ. შეკრებილები სკანდირებენ – “მონებო”, “მკვლელებო” და “წადით”.

ადგილზე მისულმა “მთავარი არხის” დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სამართალს ითხოვენ.

“ქუჩაში კლავენ ჟურნალისტებს და მერე კაიფში გაპარულებად აცხადებენ, ვითხოვთ სამართალს”, – აღნიშნა გვარამიამ.

მისი თქმით, ვინც იძალადეს მედიაზე, ისინი ციხეში უნდა წავიდნენ.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან მას შემდეგ გადმოინაცვლეს “ოცნების” ოფისთან, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ალექსანდრე ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო აღნიშნული საშუალებებით ზედოზირება.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend