მთავარი ამბები პარლამეტთან ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით აქცია იმართება

პარლამეტთან ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით აქცია იმართება

პარლამენტის წინ, სადაც “ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით აქცია იმართება.

აქციას ესწრებიან მოქალაქეები, პოლიტიკოსები, მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები.

მოქალაქეებმა პარლამენტის წინ ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს. ისინი ამ ფორმით გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს სამძიმარს უცხადებენ.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, მათი მოთხოვნებია: ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომა; მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტებით გამოძიება; ყველა იმ მოძალადის დაკავება და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა, რომლებიც ლექსო ლაშქარავას დაესხნენ თავს, ასევე, ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობაში მიცემას.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

  • საპროტესტო აქცია პარლამენტთამ. თბილისი 11 ივლისი, 2021 წელი - Copyright Euronews Georgia

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend