პარტია “ქართული ოცნების” ოფისში 15:00 საათისთვის დაგეგმილი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.
დეპუტატების ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომა რამდენიმე დღის წინ, პარლამენტში დაგეგმილ რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით ჩაინიშნა.
ამასთან, როგორც უმრავლესობის წევრებისთვის არის ცნობილი, დღევანდელ სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი თემა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნები და მასთან დაკავშირბულო საკითხები უნდა იყოს.
ამ ეტაპზე უცნობია, შეიცვლება თუ არა უმრავლესობის სხდომის დღის წესრიგი “ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო.