მთავარი გადაცემები კუბი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მიწისძვრების რაოდენობამ მოიმატა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მიწისძვრების რაოდენობამ მოიმატა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გვერდზე ბოლო დღეების განმავლობაში უფრო ხშირად იდებოდა ინფორმაცია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით.

უახლესი ინფორმაციით, 8 ივლისს, საღამოს 23:22-წუთზე მოხდა 3.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა. 6 ივნისის შემდეგ ეს უკვე მეცამეტე მიწისძვრაა, რომელიც 3,0 და მეტი სიმძლავრის იყო.

ევრონიუს ჯორჯიას“ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე გაესაუბრა: „თუ სეისმურ რუკას დააკვირდებით, ნათლად ჩანს, რომ საქართველოში არის კონკრეტული რეგიონები, სადაც შედარებით უფრო მეტი მიწისძვრა ხდება. ეს არის რაჭის, დაბა ჯავის სეგმენტის აქტივობა, რომელიც ბოლო 30 წელია მიმდინარეობს, ასევე კახეთის სეგმენტი და, რა თქმა უნდა, ჯავახეთის ზეგანი.

ნამდვილად გახშირდა მიწისძვრები,  თუმცა სეისმურ რუკას თუ დავაკვირდებით, განსაკუთრებული არაფერი ხდება, რადგან ჩვენ სეისმურად აქტიურ რეგიონში ვცხოვრობთ. ჯავახეთის ქედს ახლავს მაგმური აქტივობაც, ანუ პოსტვულკანური აქტივობა, შესაბამისად, ეს ყველაფერი ერთ მთლიანობას ქმნის“, – განმარტავს თეა გოდოლაძე.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend