მთავარიCOVID-19ინგლისის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის გადაწყვეტილება ჯანმომ გააკრიტიკა

ინგლისის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის გადაწყვეტილება ჯანმომ გააკრიტიკა

ინგლისის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გააუქმოს კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები.

რამდენიმე დღეში დიდ ბრიტანეთში სოციალური დისტანციის დაცვა და ნიღბების ტარება სავალდებულო აღარ იქნება.

კორონავირუსის ,,დელტა“ შტამი სწრაფად ვრცელდება, ამიტომ ჯანმომ ბორის ჯონსონის სტრატეგია გააკრიტიკა.

,,მე მოვითხოვ უკიდურესს სიფრთხილეს საზოგადოებისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, რადგან ამ გადაწყვეტილებას მოჰყვება შესაბამისი შედეგები“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი პროგრამების აღმასრულებელი დირექტორმა მაიკლ რაინმა.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების აზრით, პანდემია ჯერ არ დასრულებულა, კოვიდინფექციით მსოფლიოში ოთხ მილიონზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.

მრავალი მდიდარი ქვეყანა ვაქცინაციის ძლიერი პროგრამით ემზადება შეზღუდვების შესამსუბუქებლად, თუმცა სხვა ქვეყნები კვლავ ებრძვიან ვირუსის გავრცელებას.

მაგალითად, წყნარი ოკეანის, აზიის ქვეყნები, სამხრეთი კორეა და ავსტრალია – “დელტა” შტამის სწრაფად გავრცელების გამო ზარალდებიან.

ინდონეზია გლობალურ ცხელ წერტილად იქცა, საავადმყოფოებში ვეღარ იღებენ პაციენტებს, ხელისუფლება კი იძულებული გახდა, ქვეყანა ჟანგბადით მოემარაგებინა. ინდონეზიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 1040 ადამიანი გარდაიცვალა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend