მთავარიევროპასაფრანგეთიკანის კინოფესტივალზე "რეჟისორების ორკვირეული" დაიწყო

კანის კინოფესტივალზე “რეჟისორების ორკვირეული” დაიწყო

კანში კინოფესტივალის მთავარი ღონისძიების პარალელურად სხვა ღონისძიებებიც იმართება. ასეთია, მაგალითად, კანის „რეჟისორების ორკვირეული“, რომელიც ახლახან დაიწყო. ორკვირეულზე ისეთი რეჟისორების ფილმების პრემიერები ყოფილა წარმოდგენილი, როგორებიც არიან ფრენსის ფორდ კოპოლა, კენ ლოუჩი, ანიეს ვარდა და ჯიმ ჯარმუში

„ამ ღონისძიებაზე ისეთი რეჟისორების ფილმების ჩვენება იმართება, რომელთაც განსაკუთრებული ხედვა აქვთ. „რეჟისორების ორკვირეული“ ყოველთვის ერთგულად მიჰყვებოდა ამ მისიას. ის კანის ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულებაა“, – ამბობს „რეჟისორების ორკვირეულის“ დირექტორი პაოლო მორეტი.

წელს მთავარი ჯილდო ერთ-ერთ უდიდეს ამერიკელ დოკუმენტალისტს ფრედერიკ ვაიზმენს გადაეცა. მისი ბოლო ფილმი „მონროვია, ინდიანა“ ამერიკის შუადასავლეთის ერთ-ერთი დასახლების მცხოვრებლების შესახებაა.

„მე იზოლაციაში ვმუშაობ და დიდად ფილმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ურთიერთობა არ მაქვს. სასიამოვნოა, რომ ჩემი ფილმები აღიარეს იმ ადამიანებმა, რომელთაც ჩემი შემოქმედება ესმით. დიდი პატივია, როდესაც შენი 50 წლის მუშაობას აღიარებენ“, – ამბობს რეჟისორი ფრედერიკ ვაიზმენი.

ფრედერიკ ვაიზმენს რეჟისორების ორკვირეულის გახსნის ცერემონიაზე „კაროს დუარის“ ჯილდო გადაეცა, რისთვისაც მან მქუხარე აპლოდისმენტი დაიმსახურა.

ღონისძიებაზე გაიმართა ჩვენება ფილმისა, სახელწოდებით „ორ სამყაროს შორის“. ფილმში მთავარ როლს მსახიობი ჟულიეტ ბინოში ასრულებს. იგი ასახიერებს მწერალს, რომელიც მსოფლიოს უკეთ შესაცნობად დამლაგებლად იწყებს მუშაობას. რეჟისორების ორკვირეულზე ჯამში 24 ფილმის ჩვენებაა დაგეგმილი.

 

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20
spot_imgspot_img
Send this to a friend