მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფო„ჰარი პოტერის“ ფოტოგამოფენა

„ჰარი პოტერის“ ფოტოგამოფენა

„ჰარი პოტერის“ პირველი ფილმის პრემიერიდან არც მეტი, არც ნაკლები 20 წელი გავიდა. ამ თარიღის აღსანიშნად ლონდონში კადრს მიღმა გადაღებული სურათების გამოფენა იხსნება.

„ყველა ფილმის ბოლოს, გადაღების პროცესის ამსახველ უამრავ ფოტოს გვაძლევდნენ, და ყოველ ჯერზე გვაფრთხილებდნენ, რომ საიდუმლოდ შეგვენახა. მაგრამ ახლა, ზოგიერთი მათგანის ნახვა საზოგადოებასაც შეუძლია. ფოტოების მიხედვით ჩანს, თუ რამდენი ადამიანი მუშაობდა ფილმზე. ხალხს ფილმის დაუვიწყარი მომენტების ნახვის შესაძლებლობაც აქვს“, – ამბობს ფრედ უიზლის როლის შემსრულებელი მსახიობი, ჯეიმს ფელპსი.

ჯეიმსის ტყუპისცალი ძმა, ოლივერ ფელფსი, რომელიც ჯორჯ უიზლის როლს ასრულებს, ამბობს, რომ ფოტოების დათვალიერებამ მას დაუვიწყარი მოგონებები გაუღვიძა.

„ერთ-ერთი სცენის გადაღებისას, მოედანზე ძალიან ბევრი ტკბილეული გვქონდა. რატომ გამოიყენეს ნამდვილი ტკბილეული ბავშვებთან, არ ვიცი, მაგრამ ეს დღე ალბათ ყველაზე კარგად მახსენდება. თუ ფილმის კადრებში რომელიმე ჩვენგანს მწვანე ფერი დაგვკრავდა, ამ ტკბილეულის ბრალი იყო, რადგან მართლა ძალიან ბევრი ვჭამეთ“, – იხსენებს ოლივერ ფელპსი.

ფოტოგამოფენაზე, რომელიც 12 ივლისს, კოვენტ-გარდენში გაიხსნება, ფილმის ერთგულ მაყურებლებს საშუალება ექნებათ, მწვანე ფონის დახმარებით, საკუთარი მოგონებებიც შექმნან. მაგალითად, შეძლებენ მაგიის სამინისტროს მოწმობის დამზადებას და ასევე, ჰარი პოტერისთვის დამახასიათებელი ცოცხით ფრენის დროს სამახსოვრო ფოტოს გადაღებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend