მთავარიმსოფლიოსექსუალური შევიწროვება ონლაინ

სექსუალური შევიწროვება ონლაინ

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა დროებით რეგულაციებს, რომელიც ბავშვთა ონლაინს სექსუალურ შევიწროვებას ებრძვის

ევროკავშირის კონფიდენციალურობის წესებში 2020 წლის ბოლოს შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ინტერნეტკომპანიები იძულებული გახდნენ,  ბავშვთა სექსუალური ძალადობის შემცველი მასალები აღარ გამოექვეყნებინათ.

ამ კვირაში ევროპარლამენტარებმა ხმა მისცეს დროებითი წესების მიღებას, რომლებიც დაეხმარება ვებგვერდების ადმინისტრატორებს, გააგრძელონ ინტერნეტში არალეგალური და ძალადობრივი შინაარსის შემცველი მასალის გამოვლენა და შეტყობინება.

მართალია, ეს კომპანიებისთვის ნებაყოფლობითია, საეჭვო მასალის აღმოჩენა ტექნოლოგიების, სურათებისა და ტექსტების სკანირებითაცაა შესაძლებელი

“ამ ტექნოლოგიების საშუალებით, ბავშვთა სექსუალური ძალადობის  უკვე ნაცნობი მასალების აღმოჩენა კი არ არის მხოლოდ  შესაძლებელი, არამედ ახალი ფაქტებისაც. ტექნოლოგიები გულისხმობს ტექსტების სკანირებას. ეს მართლაც ინოვაციური ნაბიჯია, რომელიც ჩვენ გადავდგით”, – ამბობს ევროპარლამენტარი ხავიერ ზარზალეოსი

ახალი წესები არ შეეხება აუდიოკომუნიკაციებს. ექსპერტები აცხადებენ, რომ რეგულაციებში კიდევ ბევრი რამ არის ჩასასწორებელი.

კომისარი იოჰანსონი აღნიშნავს, რომ ახალი წესები უზრუნველყოფს კონფიდენციალობასა და პირადი მონაცემების დაცვას.

„ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი მონაცემები მხოლოდ გარკვეული დროით ინახება. როდესაც საქმე გაიხსნება, მას მაშინვე შლიან. დამუშავება ადამიანის მეთვალყურეობით უნდა მოხდეს. ეს ერთგვარი გარანტიაა. ამის გარდა, კომპანიებმა უნდა გაიარონ მონაცემთა დაცვის ეროვნულ ორგანოებთან კონსულტაცია, რამდენად იყენებენ  ისინი მსგავს ტექნოლოგიებს“, – ამბობს ევროკომისიის შინაგან საქმეთა კომისარი ილვა იოჰანსონი

ბავშვთა უფლებების დამცველები კმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ არსებობს ბალანსი ბავშვთა უფლებების დაცვასა და პირადი მონაცემების დაცვას შორის, თუმცა იმედგაცრუებული არიან იმით, რომ განსაკუთრებით პანდემიის დროს ძალადობის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა.

„ორივე ძალიან კარგია. ის ძირითადი პუნქტები, რომელთა გათვალისწინებაც ბავშვთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს გვინდოდა, ნამდვილად არის. მაგრამ ძალიან ვწუხვართ, რომ ეს ამდენ ხანს გაიწელა და კომპანიებიც დავკარგეთ. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ბავშვები, ფაქტობრივად, დაუცველი იყვნენ. ბავშვთა სექსუალურ ძალადობას ისე არ აქცევენ ყურადღებას, როგორც  საჭიროა. აუცილებელია იმის გააზრება, თუ რა გავლენას ახდენს ბავშვზე სექსუალური ძალადობა, ეს დაღი მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვებათ” , – ამბობს ბავშვთა უფლებადამცველი

ეს წესები დროებითია და იმოქმედებს მაქსიმუმ სამი წლის განმავლობაში, თუმცა კომისია უკვე აცხადებს, რომ ამ წლის ბოლოს იგი აპირებს იმ ახალი ზომების შემოთავაზებას, რომლებიც აღარ შეიცვლება.

კომისარმა იოჰანსონმა ისიც კი აღნიშნა, რომ მომსახურების მიმწოდებლებისთვის სავალდებულო უნდა იყოს ინტერნეტში ბავშვზე ძალადობის ამსახველი მასალის გამოვლენა და შეტყობინება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend