კორონავირუსის “დელტა” შტამის სწრაფად გავრცელების გამო ესპანეთის კატალონიის რეგიონში შეზღუდვები კვლავ წესდება.
“დელტა” შტამი განსაკუთრებით სწრფად ვრცელდება ახალგაზრდებში. შაბათ-კვირიდან ღამე მხოლოდ ის ბარები და რესტორნები იმუშავებს, რომლებიც სტუმრების მიღებას გარე სივრცეებში შეძლებენ.
იმ ღონისძიებების დროს კი, რომლებშიც 500-ზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, პირებს კოვიდ-19-ის ტესტის უარყოფითი პასუხისა ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოეთხოვებათ.
საბერძნეთში კოვიდ-19 -ის შემთხვევების რაოდენობის კლების გამო ხელისუფლებამ შეზღუდვები შეამსუბუქა, თუმცა ახლა ქვეყანა კვლავ კორონავირუსის გავრცელების წინაშეა.
მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთის მოსახლეობის 38% აცრილია, კორონავირუსის “დელტა” შტამი ახალგაზრდებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა მსუბუქ ფორმებში.
ამავდროულად, თურქეთში 1 ივლისს შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ ხალხს პირველად მიეცა შესაძლებლობა, დასასვენებლ სკვერებში გაესეირნა.
თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყანაში კრონავირუსის “დელტა” შტამი პლუსის სამი შემთხვევა სამ პროვინციაში დადასტურდა.
ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება ამ რაიონებს.