მთავარისაქართველოშსს-ში აცხადებენ, რომ დამნაშავეების იდენტიფიცირებას განაგრძობენ

შსს-ში აცხადებენ, რომ დამნაშავეების იდენტიფიცირებას განაგრძობენ

5 ივნისს ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა 53 ჟურნალისტს ოპერატორსა და ფოტოგრაფს სცემეს.

ამ დრომდე დაკავებულია 7 მოძალადე. შსს-ში განმარტავენ, რომ მედიის მიერ მიწოდებულ ვიდეომასალას შიფრავენ და დამნაშავეების იდენტიფიცირებას განაგრძობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გაირკვა, რომ პოლიციამ აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების დაცვაზე პასუხისმგებლობა სრულად მხოლოდ 1 და 3 ივლისს გამართულ ღონისძიებებზე აიღო, 5 ივლისთან დაკავშირებით კი პრაიდის ორგანიზატორებს უთხრა, რომ მასშტაბიდან გამომდინარე, მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვას სრულად ვერ შეძლებდა.

შსს-ში განაცხადეს,  რომ 5 ივლისს დედაქალაქში 3 200 პოლიციელი და სპეცრაზმი იყო მობილიზებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend