პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ორ კანდიდატს ქეთევან მესხიშვილსა და რევაზ ნადარაიას მოუსმენენ.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების მოსმენის პროცესში არ მონაწილეობს საპარლამენტო ოპოზიციის უდიდესი ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია და სახალხო დამცველი.
საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი ეწინააღმდეგება შარლ მიშელის შეთანხმებას.
ისინი მმართველ პარტიას, შეთანხმების თანახმად ახალი კანონმდებლობის დამტკიცებამდე, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებენ. კანდიდატების მოსმენა 6 ივლისს დაიწყო და 10 ივლისამდე გაგრძელდება.