მთავარიმსოფლიოევროპაკორონავირუსის ,,დელტა" შტამის სწრაფად გავრცელების გამო კატალონიაში შეზღუდვები მკაცრდება

კორონავირუსის ,,დელტა” შტამის სწრაფად გავრცელების გამო კატალონიაში შეზღუდვები მკაცრდება

კორონავირუსის “დელტა” შტამის  სწრაფად გავრცელების გამო ესპანეთის კატალონიის რეგიონში შეზღუდვები კვლავ წესდება.

“დელტა” შტამი განსაკუთრებით სწრფად ვრცელდება ახალგაზრდებში. შაბათ-კვირიდან ღამე მხოლოდ ის ბარები და რესტორნები იმუშავებს, რომლებიც სტუმრების მიღებას გარე სივრცეებში შეძლებენ.

იმ ღონისძიებების დროს კი, რომლებშიც 500-ზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, პირებს კოვიდ-19-ის ტესტის უარყოფითი პასუხისა ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოეთხოვებათ.

საბერძნეთში კოვიდ-19 -ის შემთხვევების რაოდენობის კლების გამო  ხელისუფლებამ შეზღუდვები შეამსუბუქა, თუმცა ახლა ქვეყანა კვლავ კორონავირუსის გავრცელების წინაშეა.

მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთის მოსახლეობის 38% აცრილია, კორონავირუსის “დელტა” შტამი ახალგაზრდებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა მსუბუქ ფორმებში.

ამავდროულად, თურქეთში 1 ივლისს შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ ხალხს პირველად მიეცა შესაძლებლობა, დასასვენებლ სკვერებში გაესეირნა.

თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყანაში კრონავირუსის “დელტა” შტამი პლუსის სამი შემთხვევა სამ პროვინციაში  დადასტურდა.

ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება ამ რაიონებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend