მთავარიევროპაესპანეთიესპანეთის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა ბრუნდება

ესპანეთის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა ბრუნდება

ესპანეთის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა არკო პანდემიით გამოწვეული ერთწლიანი პაუზის შემდეგ მადრიდში კვლავ ჩატარდება.

საიუბილეო მეორმოცე გამოფენაზე ათასზე მეტი მხატვრის ნამუშევარია წარმოდგენილი.

გამოფენის დირექტორი მარიბელ ლოპესი მიიჩნევს, რომ არკო ხელოვნების სამყაროს სირთულეებს გადმოსცემს.

„აქ ყველა ფორმატს იხილავთ. აქ ნახავთ ნახატებს, ვიდეოებს, ქანდაკებებს. დამთვალიერებელი აქ ფართოდ გახელილი თვალებით უნდა მოვიდეს“, – ამბობს მარიბელ ლოპესი.

განვლილი წელი მძიმე გამოდგა ხელოვნების სამყაროსთვის. საგამოფენო დარბაზები თითქმის 18 თვე იყო დაკეტილი.

კორონავირუსით გამოწვეული უიმედო წლის შემდეგ, აკროს გახსნით ხელოვნება კვლავ ცოცხლდება. მომავალ დღეებში აკროს 220 კერძო კოლექციონერი თუ ინსტიტუტი ეწვევა.

თუმცა წელს შეზღუდული სივრცის გამო გამოფენის ორგანიზატორები იმ მხატვრებთან თუ ეროვნულ მუზეუმებთან ვერ თანამშრომლობენ, რომლებიც, როგორც წესი, მონაწილეთა 60 პროცენტს წარმოადგენენ.

სახელოსნოში დამწყები მხატვრები და გალერეების წარმომადგენლები საკუთარ განვითარებაზე ზრუნავენ.

მუშათა კლასის უბანი კარაბანჩელი 40 სტუდიით უკვე ცნობილია, როგორც მადრიდის ახალი ხელოვნების უბანი.

კიმ მარტინ ჰამფრი სტუდიაში ექვს მხატვართან ერთად მუშაობს. ის კარაბანჩელში გადმოვიდა საცხოვრებლად, რადგან აქ შედარებით დაბალი ფასებია და თან სხვა მხატვრებთან თანამშრომლობის შესაძლებლობაც აქვს.

„კარანტინის გამო დაგეგმილი გამოფენის გაუქმება მომიწია. თუმცა, მეორე მხრივ, პანდემიის დროს, შემოქმედების მხრივ, ძალიან პროდუქტიული ვიყავი”, – ამბობს ვ

კარაბანჩელში მხატვრებმა თავიანთი სტუდიებში გალერეები გახსნეს, აქ ისინი თავიანთ ნამუშევრებსაც ყიდიან.

„კუთხის სტუდია და გელერეასთანა-დამფუძნებელი კარლოს კარტახო ამბობს, რომ საზოგადოებას ხელოვნების სტუდიებში სიარული სურს.

„მათ ნამუშევრების ადგილზე ნახვა და ავტორებთან საუბარი უნდათ, რომ გაიგონ, თუ როგორ შეიქმნა ესა თუ ის ნამუშევარი. ეს ყველაფერი სტუდიებში მოწყობილ გალერეებს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის”, – ამბობს კარლოს კარტახო.

პანდემიის მიუხედავად, ხელოვანები, გალერეებისა თუ კულტურის ინდუსტრიის წარმომადგენლები მუშაობას არ წყვეტენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend