ნინო თიბილაშვილმა, ირმა ხეცურიანმა და გვანცა ზადიშვილმა ვარშავაში ეტლით მოფარიკავე ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავეს.
ნახევარფინალში ქართველებმა პოლონეთი დაამარცხეს, ფინალში კი უკრაინელებს 45:43 მოუგეს. საქართველოს ნაკრები 39:40 მარცხდებოდა, როდესაც საქმეში კაპიტანი, ნინო თიბილაშვილი ჩაერთო და გუნდს გამარჯვება მოუტანა.
9 ივლისს ვარშავაშის მსოფლიო თასი დაიწყება, რომელშიც ქართველები მიიღებენ მონაწილეობას. ტურნირი 13 ივლისამდე გაგრძელდება.
გიორგი სანაძე