მთავარისაქართველო„ქვეყანაში უნდა არსებობდეს გამოხატვის თავისუფლება“, - ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი

„ქვეყანაში უნდა არსებობდეს გამოხატვის თავისუფლება“, – ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი

ევროკომისარი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოში არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი, მიშელის დოკუმენტის აღსრულების საკითხი, პანდემიით შექმნილი სირთულეები და „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განვითარებული მოვლენები.

„ძალადობისთვის სივრცე არ უნდა არსებობდეს, ძალადობიდან არაფერი წარმოიშვება, არც ახლა და არც მომავალში. უნდა არსებობდეს გამოხატვის თავისუფლება, რომელიც არ შეიზღუდება ძალადობით და დისკრიმინაციით. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ გაერთიანდეს, შეიკრიბოს და თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება. ჩვენ გვინდა, რომ ამას ყველამ პატივი უნდა სცეს“, — განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

ევროკომისარის განცხადებით, სასიამოვნოა, რომ პოლიტიკოსები პარლამენტში უკვე არიან წარმოდგენილნი და მისი თქმით, ყველა პარტიამ უნდა მოაწეროს ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს. მან დადებითად შეაფასა საარჩევნო რეფორმების მსვლელობა და განაცხადა, რომ სურს, სასამართლო სისტემის მიმართულებითაც ნახოს მსგავსი შედეგი.

ევროკავშირმა ახლახან მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ევრობლოკი აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნების დასახმარებლად თავს მოუყრის მინიმუმ 17 მილიარდ ევროს. საქართველო დახმარების 3,9-მილიარდიან პაკეტს მიიღებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განცხადა, რომ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს. ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა „თბილისი პრაიდის“ შესახებაც. მისი თქმით, ისინი „თბილისი პრაიდს“ აფრთხილებდნენ, რომ თბილისის ცენტრში მარშის ჩატარება მიზანშეწონილი არ იყო.

ირაკლი ღარიბაშვილს მიაჩნია, რომ ეს ცალკეული ადამიანების მიერ ჩადენილი გამიზნული პროვოკაცია იყო.

„ეს პროვოკაციები, რა თქმა უნდა, შედიოდა კიდევ გავიმეორებ, რევანშისტური, რადიკალური ოპოზიციისა და მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ინტერესებში შედიოდა“, — ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend