ჰაიტის პრეზიდენტი, ჟოვენელ მოიზი, საკუთარ სახლში მოკლეს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით ეს არადამიანური საქციელი იყო.
ქვეყნის პირველი ლედი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
11 მილიონიანი ქვეყნის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა პრეზიდენტ მოიზის მმართველობისას შესამჩნევად გაუარესდა. ჟოვენელ მოიზი 53 წლის იყო და ის ქვეყანას ორი წლის მანძილზე მართავდა.