მთავარიdraft geoკოპა ამერიკა 2021-ის ფინალში ბრაზილიას არგენტინა დაუპირისპირდება

კოპა ამერიკა 2021-ის ფინალში ბრაზილიას არგენტინა დაუპირისპირდება

არგენტინელებმა ნახევარფინალში კოლუმბია პენალტების სერიაში დაამარცხეს და კოპა ამერიკა 2021-ის ფინალის საგზური მოიპოვეს.

ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. არგენტინიდან თავი ლაუტარო მარტინესმა გამოიჩინა, კოლუმბიელთაგან კი ლუის დიასმა.

პენალტების სერიაში კი მატჩის მთავარი გმირი გამოვლინდა, არგენტინის ნარკების მეკარე, ემილიანო მარტინესი. გამოცდილი კიპერი მეტოქის მოთამაშეებს პენალტების დარტყმამდე აღიზიანებდა, რამაც შედეგი გამოიღო – ემილიანომ სამი პენალტი მოიგერია და არგენტინა ფინალში ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალის საგზური კოლუმბიამ პენალტების სერიაში გამარჯვებით მოიპოვა, რომელშიც დავიდ ოსპინამ კოლუმბიელებს ჩილესთან მოაგებინა.

მესამე ადგილისთვის მატჩში კოლუმბია პერუს 10 ივლისს, თბილისის დროით 04:00 საათზე დაუპირისპირდება, კოპა ამერიკა 2021-ის ფინალი კი 11 ივლისს, 04:00 საათზე შედგება და არგენტინის ნაკრების მეტოქე ბრაზილია იქნება.

ნეიმარი მესის წინააღმდეგ.

გიორგი სანაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend