მთავარისპორტიიტალია ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

იტალია ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

ევრო 2020-ის ნახევარფინალში იტალია ესპანეთს დაუპირისპირდა. გამარჯვებულის ვინაობა პენალტების სერიაში გამოვლინდა.

ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში ფედერიკო კიეზამ გახსნა, წონასწორობა კი ალვარო მორატამ აღადგინა.

დამატებით დროში გოლი არ გასულა, პენალტების სერიაში კი იტალიელებმა ესპანელებს აჯობეს. ჯანლუიჯი დონარუმამ ალვარო მორატას პენალტი აუღო, გადამწყვეტი გოლი კი ჟორჟინიომ გაიტანა და იტალიამ ფინალის საგზური მოიპოვა.

მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ინგლისისა და დანიის ნაკრებები შეხვდებიან. მატჩი “უემბლიზე” 7 ივლისს, თბილისის დროით 23:00 დაიწყება.

გიორგი სანაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend