პარლამენტის შენობის წინ, სადაც „მდუმარე აქციაა“ დაანონსებული, საპატრულო ეკიპაჟის წარმომადგენლებმა რკინის ჯებირები მიიტანეს.
პოლიცია ამ დროისთვის განლაგებულია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ქაშუეთის ეკლესიასთან.
პარლამენტთან დღეს საღამოს 20:00 საათზე გუშინ განვითარებული მოვლენების მიმართ სოლიდარობის ნიშნად მდუმარე აქციაა დაგეგმილი. აქციის დაწყებამდე ადგილზე გამოჩნდნენ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები. ისინი აცხადებდნენ, რომ დღეს დაგეგმილ აქციას ჩაშლიან. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც. თავს დაესხნენ “პალიტრანიუსის” ოპერატორს.
სამართალდამცველები ცდილობენ, რომ პრაიდის მოწინააღმდეგეები პარლამენტის წინ ტერიტორიაზე არ შეუშვან, თუმცა ისინი პოლიციის მოთხოვნებს არ ემორჩილებიან. ამ დროისთვის პრაიდის მოწინააღმდეგე ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიის წინ იმყოფებიან.