მთავარი საქართველო პრაიდის მოწინააღმდეგეები პოლიციის კორდონის გარღვევას და პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მისვლას ცდილობენ

პრაიდის მოწინააღმდეგეები პოლიციის კორდონის გარღვევას და პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მისვლას ცდილობენ

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაურია. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები, რომლებიც ქაშუეთის ტაძართან არიან შეკრებილნი, პოლიციის კორდონის გარღვევას, რუსთაველის გამზირზე გადასვლას და პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მისვლას ცდილობენ.

პოლიცია აქციის მონაწილეებს ამის საშუალებას არ აძლევს, რის გამოც სამართალდამცავებსა და მათ შორის დაპირისპირებაა.

პოლიციამ რამდენიმე პირიც დააკავა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend