ძალადობრივი ჰომოფობიური ჯგუფები რუსთაველის გამზირზე “თბილისი პრაიდის” პარალელურად, საპროტესტო აქციას მართავენ და პრაიდის ორგანიზატორებისგან ღირსების მარშის ჩაშლას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებს. დაშავდა რამდენიმე მედიასაშუალების წარმომადგენელი.