სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისთან ხმაურია. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები „სირცხვილიას“ ოფისთან მივიდნენ. ისინი შენობის მიმართულებით ბოთლებსა და სხვადასხვა ნივთებს ისვრიან. აღნიშნულის შედეგად შენობა დაზიანდა, ჩამსხვრეულია შუშები.
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები მანამდე საქართველოს პარლამენტის წინ იყვნენ შეკრებილი, სადაც გადაწყდა, რომ ყველა იმ ადგილზე მივლენ, სადაც „თბილისი პრაიდის“ მომხრეთა ოფისები მდებარეობს.