მთავარიამერიკააშშ"KISSTORY" - ახალი დოკუმენტური ფილმი ცნობილი როკჯგუფის შესახებ

“KISSTORY” – ახალი დოკუმენტური ფილმი ცნობილი როკჯგუფის შესახებ

1970-იან წლებში ამერიკაში გამოჩნდა ახალი ბენდი, რომლის კონცერტები განსაკუთრებული თეატრალურობით გამოირჩეოდა. ბენდ „კისის“ წევრები ყოველი პერფორმანსის დროს შავ-თეთრი მაკიაჟითა და ექსცენტრული ჩაცმულობით გამოდიოდნენ, რაც მათ იმიჯს განსაკუთრებით დასამახსოვრებელს ხდიდა.

ახლა კი ბენდი მსოფლიო ტურნეში გასამგზავრებლად ემზადება. ამის აღსანიშნავად მათ შესახებ გამოდის ახალი დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით „კისსტორი“.

„ფილმის მიზანია, გადმოგვცეს იმ ოთხი ადამიანის ისტორია, რომლებიც ნიუ-იორკის ქუჩებიდან მსოფლიოს მწვერვალებს მიაღწიეს. რა თქმა უნდა, ჩვენ გარკვეული ბარიერების გადალახვა მოგვიწია. ხანდახან უბედურ ოჯახს ვგავდით. ადამიანები ასეთები ვართ. ამას ემატება ალკოჰოლი და ნარკოტიკი, რაც, რა თქმა უნდა, უკვე როკ ბენდის კლიშე გახდა“, – ამბობს  მუსიკოსი, ჯინ საიმონსი.

ბენდი „კისის“ კონცერტები ადამიანებისთვის ხშირად შოკისმომგვრელი იყო. თუმცა, მიუხედავად ამისა, მათი სიმღერები ხალხს მაინც უყვარდა. 70-იან წლებში ამერიკაში მძიმე მეტალის ჟანრი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა. ახალი დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით „კისსტორი“, 18 აგვისტოს გამოვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend