63 წლის მედიცინის დოქტორი და პედიატრი მაია ჩხაიძე 39 წელია, ექიმია. ის კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში 2020 წლის ოქტომბრიდან ჩაერთო და მას შემდეგ ბავშვებსა და მათ მშობლებს ან თანმხლებ პირებს გამოჯანმრთელებაში ეხმარება. ამბობს, რომ აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში პანდემიის მეოთხე ტალღა როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოშია მოსალოდნელი.